29 ოქტომბერი ფსორიათ დაავადებულ პაციენთა დღეა !

29 ოქტომბერი ფსორიათ დაავადებულ პაციენთა დღეა !

ფსორიაზი მსოფლიო დღეს ყოველწლიურად 2004 წლიდან ფსორიაზის საერთაშორისო ფედერაციის ასოციაცია (IFPA) და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფსორიაზის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომლის წევრიც ჩვენც გახლავართ. ეს დღე ეძღვნებათ ადამიანებს, რომელთაც ფსორიაზით ან ფსორიაზული ართრიტით უწევთ ცხოვრება. ეს დღე მიზნად ისახავს, საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდინოს მსოფლიოში 125 მილიონზე მეტი ფსორიაზით ან ფსორიაზული ართრიტით დაავადებული ადამიანის ხმა და მიმდინარეობს სლოგანით – უკეთესი მსოფლიო ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს.


მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის 3% ეგუება და ითმენს ფსორიაზით გამოწვეულ მუდმივ ტკივილსა და შემაწუხებელ სიმპტომებს. მათ ყოველდღიურად უწევთ საზოგადოებისაგან გაუცხოების ატანა და მთელი ძალით ცდილობენ რწმენა არ დაკარგონ ზოგჯერ უშედეგო მკურნალობის გამო. ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა, რათა შეუმსუბუქდეთ ფსორიაზით გამოწვეული ტვირთის სიმძიმე.


თუ გვეცოდინება რა არის ფსორიაზი, საშიშია თუ არა ის გარშემომყოფთათვის, შევძლებთ დავეხმაროთ ადამიანებს სტიგმის დაძლევაში და მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ დაავადებით გამოწვეული წუხილი.


სამწუხაროა, მაგრამ დაქტია ჩვენი ასოციაცია რომელიც დაფუძნებულია 2014 წლიდან თავისი ძალებით მცირეოდენ დახმარებას უწევს დაავადებულ ადამიანებს. მიუხედავად ჩვენი მრავალგზის თხოვნისა ვერ მივიღეთ ვერანაირი დახმარება ვერ ხელისუფლებისან და ვერც ადგილობრივი კერძო სექტორისგან.


ჩვენი ასოციაცია საერთაშორისო ფედერაციასთან თანამშრომლობით ვცდილობთ ვიაქტიუროდ და შეძლებისდაგვარად ყურადღება მივაქციოთ საქართველოში ფსორიაზით დაავადებულ პაციენტებს.



Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *