ფაქტები და მითები ფსორიაზის შესახებ

Facts and Myths about psoriasis

მოდით, გავეცნოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს ფსორიაზის შესახებ, რომლის ცოდნაც აუცილებელია:

ფაქტი #1: მიუხედავად იმისა, რომ ფსორიაზს სრულად განკურნება არ აქვს, დღეს ხელმისაწვდომია ძალიან ეფექტური მკურნალობის მეთოდები — განსაკუთრებით საშუალო ან მძიმე ფორმებისთვის. თქვენი ოჯახის ექიმი ან დერმატოლოგი დაგეხმარებათ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი მკურნალობის შერჩევაში.

ფაქტი #2: ფსორიაზი ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების — როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი — განვითარების რისკს. ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია მძიმე ფსორიაზის და ფსორიაზული ართრიტის (ავტოიმუნური და ანთებითი სახსრის დაავადება) მქონე პაციენტებში. თუ გაქვთ ფსორიაზი და ფსორიაზული ართრიტი, მნიშვნელოვანია რეგულარული გულ-სისხლძარღვთა შემოწმება, რათა მართოთ რისკის ფაქტორები.

ფაქტი #3: ფსორიაზის მქონე ადამიანების დაახლოებით მესამედს უვითარდება ფსორიაზული ართრიტი. თუ გაქვთ ფრჩხილის ფსორიაზი, ფსორიაზული ართრიტის განვითარების რისკი კიდევ უფრო მაღალია. თუ გაქვთ ფსორიაზი და ერთდროულად გაწუხებთ სახსრების ტკივილი, დაჭიმულობა ან/და შეშუპება, მნიშვნელოვანია ეს სიმპტომები თქვენს მკურნალ ექიმთან განიხილოთ.

ფაქტი #4: ფსორიაზს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და საერთო კეთილდღეობაზე. ეს განსაკუთრებით სიმძიმით შეიმჩნევა იმ ადამიანებში, ვისაც აქვს ფართოდ გავრცელებული ფსორიაზი, ხილულ ზონებში ან გენიტალური ფსორიაზი. თუ გრძნობთ, რომ ფსორიაზი ახდენს გავლენას თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ნუ დააყოვნებთ — მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს რჩევისა და დახმარებისთვის.

ფაქტი #5: შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე ტიპის ფსორიაზის არსებობა. ფსორიაზი გამოირჩევა სიმძიმის ფართო სპექტრით — მსუბუქი ფორმებიდან, რომლებიც ადგილობრივი საშუალებებით (კრემებით) იმართება, მძიმე შემთხვევებამდე, რომლებიც შესაძლოა ჰოსპიტალურ მკურნალობასაც კი მოითხოვდეს. საბედნიეროდ, ასეთი რთული ფორმები იშვიათია.

ფაქტი #6: ფსორიაზი შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა პიკური ასაკებია 15–25 და 50–60 წელი. ბევრისთვის მოულოდნელია, რომ ფსორიაზი პირველად შეიძლება გვიან ასაკშიც დაიწყოს.

მითები ფსორიაზის შესახებ

ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ფსორიაზის ფაქტების ცოდნა, არის მითების ამოცნობაც, რომლებიც ხშირად გვესმის:

მითი #1: ფსორიაზი კანის ინფექციაა.

ფაქტი: ფსორიაზი არის კანის პირობა, არა კანის ინფექცია. კანი არ არის ინფიცირებული; ეს არის კანის უჯრედების დაგროვება (იმუნური სისტემის, გენეტიკის ან გარემოს ფაქტორების გამო), რაც ქმნის იმ ლაქებს, რომლებსაც ვხედავთ ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებზე.

მითი #2: ფსორიაზი გადამდებია.

ფაქტი: ფსორიაზი არ გადამდებია და არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

მითი #3: ფსორიაზი დიეტით არის გამოწვეული.

ფსორიაზე არ არის გადამდები და არ ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე გენეტიკა, იმუნური სისტემა და გარემოს ფაქტორები იწვევს ფსორიაზს; არასოდეს გამოწვეულია კვების წესით.

მითი #4: ფსორიაზის თვითმკურნალობა შესაძლებელია სოლარიუმის გამოყენებით.

ფაქტი: ფოთოთერაპია ფსორიაზის მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია, მაგრამ ეს სრულიად განსხვავებულია სოლარიუმის გამოყენებისგან. სოლარიუმი უშვებს UVA-ის მაღალ დონეებს და ცნობილია, რომ მნიშვნელოვნად ზრდის კანის კიბოს, მათ შორის მელანომის რისკს. დერმატოლოგები ფოთოთერაპიას ატარებენ UVB-ის სპეციალური სიგრძის ტალღებით, კონტროლირებად დოზებში, რაც ამცირებს დამწვრობისა და კანის კიბოს რისკს.

ქავილის თავიდან არიდება

ფსორიაზის დროს კანი შეიძლება გახდეს მშრალი და წამოზიდული, რის გამოც ხშირად გსურს მოფხანა, თუმცა ქავილის სურვილის დაკმაყოფილება ხშირად ამძაფრებს ფხანის და ქავილის ციკლს. თუ გაქვთ ფსორიაზი, შეგიძლიათ მიჰყვეთ ზოგად რჩევებს მშრალი და ქავილის მქონე კანისთვის:

  • მოერიდეთ ძლიერ საპნებსა და გამწმენდ საშუალებებს
  • მოიხმარეთ ნაზი საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია ეგზემასა და ფსორიაზისკენ მიდრეკილი კანისთვის
  • მოხმარეთ დამატენიანებელი დღეში ერხელ ან ორჯერ
  • მოერიდეთ კანის მოძრობას/მოფრცქვნას

თუ სიმპტომები გაწუხებთ, ყოველთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. არსებობს ბევრი მკურნალობის საშუალება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფსორიაზისთვის, ასევე საშუალო და მძიმე ფორმებისთვის.



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *