მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო საზოგადოებავ, მოგესალმებით ჩვენი ასოციაციის წევრებო, ასევე მივესალმები ყველა ფსორიაზით დაავადებულ პაციენტს.
დიდი მადლობა მინდა მოვახსენო შვედეთის სახელმწიფოს მთავრობას და იქ არსებულ მსოფლიო ფსორიაზით დაავადებულთა ასოციაცია IFRA - ს, რომლებმაც მოგვცეს საშუალება, რომ დავმკვიდრებულიყავით სოციალურ ქსელებში. ასევე მადლობა მინდა მოვახსენო კანისა და ვენერიულ სნეულებათა ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორს ბატონ გოგა გალდავას უდიდესი თანადგომისათვის. აგრეთვე ცენტრში მომუშავე სამედიცინო პერსონალს.
ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ ჩვენი ასოციაციის შესახებ. როგორც თქვენთვის ცნობილია ფსორიაზი ერთ-ერთი გავრცელებული კანის ქრონიკული მორეციდივე აუტოიმუნური დაავადებაა. ჩვენ პაციენტები ვსაჭოროებთ, როგორც სიმპტომურ მკურნალობას აგრეთვე ფსიქოლოგიურ დახმარებას. სწორედ ამიტომ გაგვიჩდა იდეა დაგვეფუძნებინა ასოციაცია, რომელიც დაგვეხმარებოდა პრობლემების შემსუბუქებაში.
2013 წელს დავაფუძნეთ ,, ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაცია,,. შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და შევუდექით მის განხორციელებას:
- დავიწყეთ პაციენტთა აღრიცხვა.
- დავუკავშირდით ექიმთა ჯგუფს
- დავიწყეთ ფინანსური დახმარების მოძიება.
- გავხდით მსოფლიო ფსორიაზით დაავადებულ პაციენტთა ასოციაციის წევრები.
ასოციაციის ნაყოფიერი მუშაობისათვიის საჭირო იყო დაფინანსება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში ვერ მოვიძიეთ. სულ უახლოეს წარსულში IFRA ს მიერ გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელშიც რა თქმა უნდა მივიღეთ მონაწილეობა ჩვენი პროექტით. პროექტმა დაიმსახურა მოწონება ifra ს მიერ, რომელიც არაერთგზის გამოგზვნილ წერილებშიც დასტურდება ( იხ. საიტზე ). შვედებმა გაგვიწიეს მცირე ფინანსური დახმარება იმისთვის რომ ჩვენი ცნობადოდბა საქართველოში უფრო გაზრდილიყო და მიგვექცია ხელისუფლების ყურადღება, რათა შემდგომში ისინი დაგვხმარებოდნენ პროექტში არსებული ზოგიერთი საკითხის შესრულებაში და ამის შემდეგ შვედები კვლავ გააგრძელებდნენ თანამშრომლბას.
ამ საკითხმა ჩვენ დიდი ძალა და ენერგია შეგვძინა და დავიწყეთ პროექტის განხორციელებაზე ზფრუნვა, რაც გამოიხატა შემდეგში; მივწერეთ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ჯანმრთელობის მინისტრს, ქალაქ თბილისის მერს, სამწუხაროდ დღემდე ვერაფერში ვერ დაგვეხმარნენ. მაგალითად: არ გვყავს ტრანსპორტი, რომ ჩავიდეთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში, რათა ჩავიყვანოთ ექიმები და ამისათვის საჭირო ტრანსპორტით უზრუნველყოფაზეც კი უარი მივიღეთ. ასევე უარი მივიღეთ სხვა დახმარებების გაწევაზეც. მაგალითად გვინდოდა ფსიქო რეაბილიტაციის საჭირო სივრცის და დაქირავებასა და მისი შესაბამისი აღჭურვილობით მოწყობაზე, ცხელი ხაზის შექმნაზე, რომელიც 24 საათი იმუშავებდა და პაციენტები მიიღებდნენ კვალიფიცირებულ კონსულტაციებს სამედიცინო ცენტრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ შევხვდით ბევრ სიძნელეებს, მაინც ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით. IFRA ს მიერ გაწეული დაფინანსებიტ შექმნილი საიტის საშუალებით ვცდილობთ ჩვენი საქმიანობის პოპულარიზებას და ფართო საზოგადოების ყურადრების მიქცევას.